გათეანდა შაბათი დღე და მე, ლევანი და ირაკლი, როგორც შეთანხმებულები ვიყავით, შევხვდით ერთმანეთს თეატრის წინ მშობლების თანხლებით. შემდეგ კი გავეშურეთ რესტორან "BRAVO"-ში, სადაც ყველაზე პოპულარული კერძი აღმოჩნდა "მწვადის ასორტი". მოგვიანეით კი შემოგვიერთდნენ მარინა მასწავლებელი და ლევანის დედა. შვენ ამასობაში ჭამა დაწყებული გვქონდა. მოგვიანებით წავედით რესტორან "შუა ქალაქში", მაგრამ საფირმო კერძების მრავალფეროვნება არ დაგვხვდა. შემდეგ კი წავედით "მეიდანში". აქ ძალიან გემრიელი საფირმო აქვთ, სახელად "მეიდანი". მის მომზადებას 50 წუთი დასჭირდა. ჩვენც დაველოდეთ და სანამ კერძი მომზადდებოდა, თავს ხატვით ვირთობდით.
ეს იყო კვირის ჩემისაუკეთესო დღე.
No comments:
Post a Comment