


იქ კარგად მიგვიღეს ავუხსენით, რაც გვინდოდა. გვეპატიჟებდნენ კიდეც, მაგრამ ჩვენ უარი ვუთხარით. ოფიციანტმა მიგვანიშნა ყველაზე პოპულარულ კერძზე- ეს იყო მწვადის ასორტი. სხვათა შორის მალევე მოიტანეს. მოტანიდან რამდენიმე წუთში გამოჩნდა ლევანის დედა და მარინა მასწავლებელი. მასწავლებლის მოსვლის შემდეგ დავაგემოვნეთ საფირმო კერძი. საკმაოდ გემრიელი იყო. ამის გამო ხშირად ვეწვევი მე მას.


. "BRAVO"-ში გავსინჯეთ ახლა მივდივართ "შუა ქალაქში" მაგრამ,ადგილი არ აქვთ. სამწუხაროა,მაგრამ გული არ გავიტეხეთ.წავედით "მეიდანში"
იქ ბარმენსაც,დაველაპარაკეთ მზარეულსაც და შევუკვეთეთ საფირმო კერძი. დიდი-ხანი დასჭირდა, ჯერ ოპერაცია "პლიტკა" ჩავატარეთ, მერე
ვხატავდით და კინოს ვუყურებდით.ბოლოს და ბოლოს მოვიდა კერძი. მე დიდად არ მომეწონა, ხოლო სხვებმა შეაქეს. ამის შემდეგ ვსეირნობდით, სანამ მშობლები არ ამოვიდოდნენ. დაახლოებით 6 საათისთვის, დადგა ჟამი დაშლისა, რის შემდეგაც დავემშვიდობე მათ და წამოვედი სახლისკენ.



No comments:
Post a Comment